Wednesday, 19 November 2014

შემაჯამებელი რეფლექსია

გავიარე Intel-ის სასწავლო კურსი-პროექტებზე დაფუძნებული სწავლება.
შევარჩიე პროექტის თემა-,,ზღაპრები და სტერეოტიპები"; მოვამზადე პუბლიკაცია რეკლამირებისათვის და განვსაზღვრე ადმინისტრაციის, კოლეგისა და მშობლის როლები; 21-ე საუკუნის უნარებიდან შევარჩიე კონკრეტული უნარი, რადგან მოსწავლეები გამეყვანა მაღალი დონის სააზროვნო უნარ-ჩვევებამდე;   გამოვიყენე საგნობრივი სტანდარტები, რათა ჩემი პროექტისათვის შემერჩია სწორი მიმართულებები; მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით დავსვი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები-თემატური, ზოგადი, შინაარსობრივი; დავადგინე მოსწავლეთა საჭიროებები ,,ვმვ" ცხრილით; დავიცავი საავტორო უფლებები; ბლოგზე ავტვირთე პროექტის პრეზენტაცია; მოსწავლეებს მივაწოდე გაზეთის, ბროშურისა და პეზენტაციის შაბლონები; ყოველივე შევაფასე შესაბამისი რუბრიკებითა და სქემებით.

ტრენინგის ყველა მოდული საინტერესო იყო. ისეთი საკითხები განვიხილეთ, რომლებსაც ყოველთვის გამოვიყენებ სასწავლო პროცესში. ვისწავლე პროექტის აკადემიურად გაფორმება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.
დიდი მადლობა ქალბატონ მეგის თანამშრომლობისა და ცოდნის გაზიარებისათვის.

No comments:

Post a Comment